პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

26 Jul 2021 18:37

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს - ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.

 

ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას ხმა 79-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი - არცერთი.

 

ეკატერინე მიქაბაძეს მხარი დაუჭირა  82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი - არცერთი.

 

ეკატერინე გალდავას ხმა მისცა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი - არცერთი.

 

პარლამენტმა ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია.

 




კომენტარები:

ფართი შოპი