'მიწისძვრაა, მაგრამ მე ნაცებთან ერთად გარეთ არ გავალ"-ნიკა გრიგოლია

06 Jun 2018 01:30

"მიწისძვრაა, მაგრამ მე ნაცებთან ერთად გარეთ არ გავალ"-წერს იუმორისტი ნიკა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


საქართველოში 5.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

,, მიწისძვრის ეპიცენტრი დაუსახლებელ ადგილზე იყო ამიტომ ნგრევა და მსხვერპლი, საბედნიეროდ არ მოჰყოლია", - აცხადებენ სეისმოლოგიურ ცენტრში.

როგორც ცენტრში გვეუბნებიან ბიძგები კიდევაა მოსალოდნელი, თუმცა მათი სიმძლავრე დაბალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში დაფიქსირდა.ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. 

 



კომენტარები:

ფართი შოპი