„სახეს ნუ დამაკარგვინებთ, არ მინდა, რაც ვიცი საჯაროდ გამოვფინო“ - ინგა გრიგოლია

26 Jul 2021 19:48

ჟურნალისტი  ინგა გრიგოლია დედაქალაქის მასშტაბით მედიის წარმომადგენლების, და არა მხოლოდ მათი გამოსახულებით სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გამოფენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ გუნდს მსგავსი შემოტევებისა და მედიაზე შტურმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:


„როგორ არ მინდა, ერთ მშვენიერ დღეს ისე ამომასხას, რომ რაც ვიცი და რასაც ჩემივე გულში ვინახავ, საჯაროდ გამოვფინო. ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს ცხოვრებაში (მეგობრობას, თუნდაც წარსულში, ურთიერთობებს და მოგონებებს) და ბევრ რამეს არ ვკადრულობ თუმცა, დღეს, ქალაქში გამოკრული სისხლიანი პლაკატები რომ ვნახე, მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით, პირველად გავიფიქრე, რომ შემოტევები თუ გაგრძელდება ჩვენზე, ვეჭვობ, უფრო მეტის მოყოლის სურვილს გამიჩენენ ზოგიერთები (მტკიცებულებების თანდართვით) და ძალიან გაიშარებიან…. ხო და, გაკავდით და სახეს საბოლოოდ ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგინებთ! მუქარები არაა ჩემი სტილი და არც ახლა ვიმუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებთ... არც ჩანაწერების გასაჯაროებაა ჩემი სტილი, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ და დამიჯერეთ, ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებით, ვინც ახლა ჩვენს წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში მონაწილეობთ და კიდევ უფრო გაშარავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვისი დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში ხართ ჩართულები. იმედია, კარგად გაიგეთ.. კარგად ბრძანდებოდეთ!“- წერს ინგა გრიგოლია.



digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი