ზაფხულში დასაქმება

27 Jul 2021 02:51

ზაფხულში სიცხის მატებასთან ერთად დასვენების სურვილიც იმატებს, თუმცა დიდია ასევე დასაქმების მსურველთა რიცხვიც. დროის ყველაზე ცხელი დრო საუკეთესოა სეზონური ვაკანსიებისთვის, რომელიც უმეტესად კურორტებზე და ზღვისპირეთშია ხელმისაწვდომი. წარმოიდგინეთ, მუშაობის პარალელურად შეგიძლიათ საკმაოდ კარგად დასვენებაც და რადგან მხოლოდ დასვენებისთვის არ ხართ იქ, შესაბამისად საცხოვრებელში და საჭმელში არ გეხარჯებათ. ამის პარალელურად ზაფხული ის დროა, როდესაც უამრავი სტუდენტი ამთავრებს სწავლას და უკვე იწყებს კარიერის დაგეგმვას. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია არ დაელოდოთ სწავლის რამდენიმე წლის დასრულებას და პირველივე ან მეორე კურსიდან უკვე ეძებოთ ვაკანსიები, როგორც სრულ განაკვეთზე, ასევე განიხილეთ სტაჟირებებიც.


პირველი სამსახურის მოძიება ყოველთვის მარტივი არ არის, პირიქით, შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო პროცესიც იყოს, რომელიც უამრავ იმედგაცრუებაზე გადიოდეს, თუმცა მთავარია მოტივაცია არ დაკარგოთ. მოიძიეთ უამრავი ინფორმაცია სასურველ სფეროზე, გახდით უფრო ჭკვიანი, მოძებნეთ სხვადასხვა ტრენინგები და დაუთმეთ დრო თქვენს თვითგანათლებას. უნივერსიტეტში გამოიჩინეთ ინიციატივები, შეგიძლიათ ლექტორებს ჰკითხოთ აზრი, მაგალითად სასურველი სფეროს მიმართულებით კონკრეტული საგნის ლექტორს დაუსვით კითხვა სადმე ხომ არ ეგულება რაიმე სახის ვაკანსია, სადაც თქვენს კანდიდატურას განიხილავენ, ან დაინტერესდით სად შეიძლება მოძებნოთ ამ სფეროში ვაკანსიები. გამოიყენეთ ნებისმიერი რესურსი, დასაქმება მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, უპირველესად ეს კონტაქტებია და თუ პიროვნული თვისებები კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული, დიდი შანსია პირველი შანსი უნივერსიტეტშივე მიიღოთ.


ვაკანსიის გამოცხადებიდან HR მენეჯერი უამრავი კანდიდატის ინფორმაციას ეცნობა, შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამორჩეული იყოთ. შეიძლება საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ, თუმცა პირველი შთაბეჭდილების მოხდენა გასაუბრებამდე კარგი რეზიუმეთი შეგიძლიათ. გააკეთეთ მოკლე რეზიუმე, შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ და მიეცით შესაბამისი სახე. გაითვალისწინეთ, რეზიუმეს მოცულობა მაქსიმუმ 2 გვერდი შეიძლება იყოს, გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში კი ერთ გვერდში ჩაატევთ სათქმელს. ინფორმაცია თქვენს შესახებ უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და კონკრეტული. დაწერეთ თქვენი პირადი უნარები, არ გააბუქოთ, ჩამოწერეთ ისინი, რაც მართლა შეგიძლიათ. დაწერეთ თქვენი განათელის შესახებ, მიუთითეთ ამჟამინდელი სტატუსი. თუ ტრენინგები გაქვთ გავლილი, აუცილებლად ჩაწერეთ. ასევე, დაწერეთ თუ რაიმე მიღწევა გქონიათ. შეეცადეთ რეზიუმე ადვილად წაკითხვადი იყოს, გამოიყენეთ ფერები, თუმცა არ გადატვირთოთ და არ ააჭრელოთ ზედმეტად.


პირველი სამსახურის ძიებისას განიხილეთ ყველა ვარიანტი, აუციებელი არ არის დასაქმება პირველივე ჯერზე იმ სფეროში, სადაც გული მიგიწევთ, შეგიძლიათ სულ სხვა ადგილას ამოყოთ თავი, რაც რა თქმა უნდა, ახალი პიროვნული უნარების გამომუშავებაში დაგეხმარებათ. ასევე, გამოცდით სხვა ინდუსტრიას ან სხვა პოზიციას, რაც მომავალში გადაწყვეტილების მიღებისას ერთი საკითხისადმი სხვადასხვა კუთხით გასწავლით შეხედვას. უარს ნუ იტყვით ასევე სეზონურ სამსახურზე, თუ ჯერ არ გამოდის სასურველ პოზიციაზე დასაქმება, დროებითი ალტერნატივა ყოველთვის იდეალური ვარიანტია, ამასთანავე, თუ მოულოდნელად გადაწყდება, რომ სამსახური მიიღეთ, ყოველთვის შეძლებთ წამოსვლას და გასაუბრებაზე მისვლას, სადაც უფრო მეტად შეძლებთ თავდაჯერებული წარსდგეთ.



კომენტარები:

ფართი შოპი