დიმიტრი ქუმსიშვილი: სიბინძურე, რომელიც ელისო კილაძემ დაწერა არანაირი ზღვარი არ აქვს!

06 Jun 2018 02:15

"ადამიანს დააბრალო დაუბრალებელი მე არც კი წარმომიდგენია რამდენად ბინძური გონება უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, არანაირი შეხება არ მაქვს, ვერ მექნება და არც არასდროს მქონია ამ ტრაგედიასთან. ეს სიბინძურე, რომელიც ელისო კილაძემ დაწერა არის უაღრესად დიდი სიბინძურე, რომელსაც არანაირი ზღვარი არ აქვს. აი, ფანტაზიის ზღვარი არ აქვს ამ სიბინძურეს, რომელიც ელისო კილაძემ მე დამაბრალა“.


“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ამბობს, რომ ქუმსიშვილმა მის ახლობელს, სამხარაულის ეროვნული ბიუროს უფროსს გოგა თვაურს მოკლული მოზარდების ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გააყალბებინა. კილაძის განცხადებით, ქუმსიშვილის მიზანი ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ მოქმედება იყო, რადგან მთავარი პროკურორი ქუმსიშვილის, კვირიკაშვილისა და ზურაბ ალავიძის შესაძლო კორუფციულ საქმეს იძიებდა.


კომენტარები:

ფართი შოპი