დედამიწაზე ანომალიური სიცხეები იქნება - მეცნიერები

27 Jul 2021 13:16

ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის კვლევაზე დაყრდნობით, Axios წერს, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატების სიჩქარე იზრდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ უახლოეს ათწლეულებში, გრძელვადიანი სიცხეების ინტენსიური პერიოდები დაფიქსირდება. 


„მთავარი აზრი ის არის, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ სიცხის უფრო რეკორდული პიკისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ტემპერატურის წინა რეკორდებს ბევრად გადააჭარბებს“, - განაცხადა კვლევის მონაწილემ, ერიკ ფიშერმა.


კვლევის დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანომალიურად ცხელი ამინდის პერიოდები, შესაძლოა, სათბურის გაზების გამოყოფასთან იყოს დაკავშირებული. რაც უფრო მაღალია გაზების გამოყოფა, მით უფრო ხშირია სიცხეების პერიოდები.


ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ ამჟამინდელი ზომები, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რადგან სათბურის გაზები დედამიწის კლიმატს სწრაფად ცვლის.





კომენტარები:

ფართი შოპი