ნაცებთან დაახლოებული ენჯეოები მიხვდნენ საკუთარ შეცდომას და თავისი უარგუმენტო ბრალდებების უარყოფა დაიწყეს - დავით ჩიხელიძე

27 Jul 2021 20:02

„შემაჯამებელი ოქმები არის ის საკითხები, სადაც გაყალბების პრობლემა ყველაზე ნაკლებად უნდა ვეძებოთ. თუ გვინდა, რომ გაყალბების პრობლემები ვეძებოთ და ამომრჩევლის ნებაზე რეალური ზემოქმედების საკითხები, უნდა ვეძებოთ წინასაარჩევნო პერიოდში და უბნის გარეთ“, - დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი საიას თავმჯდომარის სიტყვებს ციტირებს და ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიხვდნენ საკუთარ უარგუმენტო ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.


„არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. ე.წ. ნაცებთან დაახლოებული ენჯეოები მიხვდნენ საკუთარ შეცდომას და თავისი უარგუმენტო ბრალდებების უარყოფა დაიწყეს. ახლა უკვე აცხადებენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ისინი ცდილობენ ხელები დაიბანონ, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. თქვენ არ იყავით, რამდენიმე თვის წინ ცესკოს მთავარ გამყალბებლად რომ მოიხსენიებდით? ხალხს არჩევანი წაართვეს, ოქმები გადაასწორესო და ა.შ. კარგია ჭეშმარიტებას რომ მიხვდით, მაგრამ საჭიროა ცესკოს და იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს ბოდიში მოუხადოთ, ბოდიში იმ არამართებული ტალახისთვის, რომელიც მათ ესროლეთ. თქვენი ტყუილი საპნის ბუშტივით გასკდა. ახლა კი შემდეგი ნაბიჯი გადადგით და ცესკოს სახელის და რეპუტაციის შელახვისთვის საჯარო ბოდიში მოუხადეთ. მერწმუნეთ, ეს თქვენი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი იქნება და სამოქალაქო სექტორში დარჩენის შესაძლებლობას მოგცემთ, სხვა შემთხვევაში გამარგინალებულ, ნაცებთან აფილირებულ ორგანიზაციად დარჩებით“, - აცხადებს ჩიხელიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი