„ეს არის მწვანე შუქის ანთება იმ ტიპებისთვის, ვინც თავისი ბოღმა არ იცის სად ანთხიოს ...“- მაკა ჩიჩუა

27 Jul 2021 21:07

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებია გამოკვეთილი. ჩიჩუა ფიქრობს, რომ კონკრეტული პირები სპეციალურად მოქმედებენ იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა მოხდეს.

„ეს მარტო „მთავარი“ არხის ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა არ არის პროფესიული საქმის განხორციელებაში... ეს მარტო მედიაზე შეტევა არ არის ... ეს არის შუღლის გაღვივება მიზანმიმართულად და მწვანე შუქის ანთება იმ ნაძირალა ტიპებისთვის, ვინც თავისი ბოღმა და აღვირახსნილობა არ იცის სად ანთხიოს ...

ნუ მიიყვანთ ძალიან ცუდ შედეგებამდე ... ნუ გგონიათ, რომ თქვენ არ შეგეხებათ და ადვილად გამოძვრებით ამ სამოქალაქო დაპირისპირებიდან !“ - წერს მაკა ჩიჩუა.



კომენტარები:

ფართი შოპი