“გტიებთ და შეგახსენებთ, რომ ყვეეეელანი მიყვარხართ, დეგენერატებიც კი" - სად მიდის ბაია პატარაია?

28 Jul 2021 02:19

უფლებადამცველი და "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს ავრცელებს და მომხმარებლებს დროებით ემშვიდობება, უფლებადამცველი "ფეისბუქზე" საჯარო აქტივობებს გარკვეული პერიოდით წყვეტს: 


"მოკლედ, საკუთარი ჯანმრთელობისთვის გადავწყვიტე დროებით გავერიდო ფეისბუქს, ხო იცით, რანაირი ტოქსიკური სივრცეა, ხოდა, მაგას მიაწერეთ ჩემი გაპასიურებაც. არ გავაუქმებ, უბრალოდ აღარ შემოვალ ხოლმე. მესინჯერს ვიტოვებ და სპამსაც ვამოწმებ, ასე რომ უყურადღებოდ არავის გტოვებთ. 

ესაა საფარის ნომერი 2 307 603. ასევე, გირჩევთ, გადმოიწეროთ აპლიკაცია ქალებისათვის safe you, რომელიც გადაუდებელი საფრთხის დროსაც გამოგადგებათ და ნაირ-ნაირი კონსულტაციების მისაღებადაც ყოველდღიურად. აბა, გტიებთ და შეგახსენებთ, რომ ყვეეეელანი მიყვარხართ, სულ ყველანი – დეგენერატებიც კი, მართლა"- წერს "საფარის" ხელმძღავნელი ბაია პატარაია.





კომენტარები:

ფართი შოპი