90-იან წლებში, როცა ყველა ბავშვის საყვარელი ხმა მენაყინის შეძახილი იყო, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდით, რომ დღეს „თოლიას“ სანაყინეები ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგვხვდებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ეს ნაყინები 24 წლის შემდეგაც შეინარჩუნებდა იმ ჯადოსნურ გემოს, რომელიც მხოლოდ „თოლიას“ შეფუთვებში მეორდება. მაგრამ, რა იყო „თოლიამდე“? როგორ შეიქმნა მსოფლიოს საყვარელი დესერტი?
ამ შეკითხვას უძველეს ჩინეთამდე მივყავართ, სადაც თოვლისა და ყინულისგან დამზადებული დესერტი ჯერ კიდევ 3 000 წლის წინ გამოიგონეს. საუბარია რეცეპტზე, რომელშიც ბროწეული, ფორთოხალი და ლიმონი შედიოდა. იქიდან მოყოლებული, გაყინული კრემი მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. ავსტრიელებმა საყვარელ დესერტს შოკოლადი დაუმატეს, იტალიელებმა – ხილი, თხილი, ლიქიორი და ყვავილები! რაც შეეხება საქართველოს, აქ პირველი „თოლია“ 1997 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა სეზონის, ყველა ოჯახისა და ყველა ადამიანის საყვარელი დესერტი გახდა. არავინ იცის, რა ჯადოსნური ინგრედიენტებით მზადდება ბაზა, რომელიც ასეთ უცვლელ, ნაცნობ და საყვარელ გემოს ქმნის. მაგრამ, სამაგიეროდ, ცნობილია ბევრი საინტერესო ფაქტი, რომლებსაც ახლა პირველად გაიგებთ:
1. არსებობის 24 წლის განმავლობაში, „თოლიას“ ასორტიმენტს 54 დასახელების ნაყინი შეემატა. წარმოსადგენად რთულია, მაგრამ საკმარისია, „თოლიას“ მაცივარში შეიხედოთ – არჩევანის გაკეთება აუცილებლად გაგიჭირდებათ.
2. შეიძლება არც იცოდეთ, რომ „კამპარაც“ „თოლიას“ ნაყინია, რომელიც საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა და პრემიუმ ხარისხის ტკბილეულში უკონკურენტო ადგილი დაიკავა.
3. მეორე მსოფლიო ომის დასრულება ამერიკელმა ჯარისკაცებმა ნაყინებით აღნიშნეს!
4. სტატისტიკის თანახმად, ნაყინის ჩემპიონები ამერიკელები არიან, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ ნაყინის 48 „საოჯახო ყუთს“ მიირთმევს. ჩემპიონებს შორის არიან ახალი ზელანდია, ავსტრალია, ფინეთი და შვედეთიც.
5. „თოლიას“ ბურთულების დაგემოვნება, თბილისის მასშტაბით, 14 სანაყინეშია შესაძლებელი. პირველი მათგანი 16 წლის წინ გაიხსნა. მას შემდეგ, ბათუმს – 5, ქუთაისს კი 3 სანაყინე შეემატა.
6. ყველაზე დიდი, 3-მეტრიანი ნაყინი 1985 წელს, კალიფორნიაში დამზადდა.
7. ნაყინის ყველაზე უცნაური არომატი კი არიზონის შტატში შექმნეს. მას, არც მეტი და არც ნაკლები, ჰოთ-დოგის გემო ჰქონდა.
8. იმ მცენარეების 80%, რომლისგანაც ყველაზე პოპულარულ – ვანილის ნაყინს ამზადებენ, მადაგასკარსა და ინდონეზიაში ხარობს.
9. იმისათვის, რომ „თოლიას“ ერთი ბურთულა შეჭამოთ, ნაყინი დაახლოებით 50-ჯერ უნდა ალოკოთ. არ დაგითვლიათ? მაშინ, დროა, სცადოთ!
10. გარდა ნაყინისა, „თოლიას“ სანაყინეებში მილქშეიკისა და ცივი ყავის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. სამომავლოდ, იქ ცხელი ყავა და გემრიელი ნამცხვრებიც დაგხვდებათ.
ipn.ge