ნარკოლოგი: კატასტროფაა, რამდენი აფთიაქი დალუქეს, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა - რა ეშველება ამ ადამიანებს

28 Jul 2021 09:31

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე აცხადებს რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი დღეს აფთიაქების დახურვის გამო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ. ექიმი სახელმწიფოს გამოსავალის მოძებნას სთხოვს და მათთვის ჩანაცვლებითი თერაპიის შეთავაზებისკენ მოუწოდებს.  

„დაინგრა საქართველო დღეს. იმდენი ადამიანი დარჩა ფსიქოტროპულის გარეშე აი კატასტროფააა არ ვიცი რამდენი აფთიაქი დალუქეს, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა.


რა უბედურება გვჭირს, არ ვიცი რა ეშველება ამდენ ადამიანს, რომელიც ამ პრეპარატებზე არის დამოკიდებული ! გამოსავალს ვერ ვხედავ ! არ ვიცი გამოსავალი არის ერთი რომ ეს ადამიანები გამოყვანით დღის სინათლეზე შევთავაზოთ დახმარება! მივცეთ საშუალება მოვიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში ლეგალურად მიიღონ ეს პრეპარატები დროებით და მერე ვიზრუნოთ როგორმე დახმარება, რომ შევძლოთ ჩავუნაცვლოთ რამით და გამოვაფხიზლოთ, სხვანაირად ვერ დავამარცხებთ ამ პრობლემას! სანამ იქნება მოთხოვნა აუცილებლად გაჩნდება მოწოდება - ჯუნგლის კანონია. უნდა გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი რამენაირად“, - წერს სიხარულძე.


ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან დღემდე სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა.


მათივე ცნობით, მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, საოფისე მაგიდაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა. ასევე კომპიუტერის ქეისში გადამალული 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი.


სააგენტო ახდენს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.





კომენტარები:

ფართი შოპი