კელი დეგნანი - ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან - გთხოვთ, აიცერით

28 Jul 2021 12:45

ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კენი დეგნანმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ვაქცინაციის პროცესს ეცნობა.


მისი თქმით, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ამდენი ხალხი იტარებს ვაქცინაციას.


„აშშ მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის საჩუქრად გადაცემა და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა ელჩმა.




კომენტარები:

ფართი შოპი