რიკ დემსი: „ საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას“

28 Jul 2021 18:38

„ საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას“-ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა. 

რიკ დემსმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა  და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაჩქარებლად საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.

 

რიკ დემსსა და  რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. 


გარდა ევროპინტეგრაციის პერსპექტივისა მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცააა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.  

 

რატი ბრეგაძემ რიკ დემსს იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო. მათ შორის საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის აქტიური ჩართულობით გეგმავს.   

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმები პოზიტიურად შეაფასა.

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროში, „სოხუმი“ უმასპინძლა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი