ხათუნა სამნიძე - შანსი არ ჰქონდა „ოცნებას“ 43%-ის! - ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების

28 Jul 2021 19:20

შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ამით „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური ძალის მიზანია, საზოგადოებაში უიმედობის გრძნობა გააჩინოს.


მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ შეთანხმების ჩაშლას.


„შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატები აკრეს - არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს.


ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესა მათი მიზანიც - სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!”- წერს ხათუნა სამნიძე.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.


კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.




კომენტარები:

ფართი შოპი