„ასე იცის მედიასთან ომმა, წავიდა თავდაღმართში" - რას ამბობს ინგა გრიგოლია

28 Jul 2021 19:36

 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, დატოვოს პარლამენტი.


„ასე გამოიყვანა მედიამ წყობიდან ,,ქართული ოცნება. ისე ჩაპანიკდნენ, ისე ამოვაგდეთ ფორმიდან და ჩამოვხსენით ნიღაბი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს და მიშელის დოკუმენტს ანულირება გაუკეთე. ავტორიტარიზმი გააფორმეს ოფიციალურად. ყველამ იცის, რომ საკუთარი კვლევებითაც კი, 30 პროცენტსაც ვერ აგროვებდა ამ არჩევნებში სახელისუფლებო პარტია.

ახლა მთელ საერთაშორისო სამყაროს დაანახვეს, როგორ ასრულებენ დადებულ პირობას. ასე იცის მედიასთან ომმა, წავიდა თავდაღმართში ,,ქართული ოცნება". ბატონო ოპოზიციავ, დატოვეთ პარლამენტი!!! ნუ გააფორმებინებთ თქვენი ხელით დიქტატურას საბოლოოდ!", - წერს გრიგოლია.





კომენტარები:

ფართი შოპი