ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში

28 Jul 2021 20:57

პარტია "საქართველოსთვის" ვეუბნებით "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას": - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლოთობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში, - ეს განცხადება გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.


ლილუაშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით.


"მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე მათთვის მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება. მთავარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას თურმე ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ უკიდურესად შეშინებული არიან.


თავის მხრივ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.


ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ - რეალობას სადაც პარტია "საქართველოსთვის" რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი