ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციას აქვს უდიდესი რესურსი სრულიად კანონიერად, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პარალიზება მოახდინოს - იმედია, ეს განხილვის საკითხი გახდება

28 Jul 2021 22:38

"გირჩი" "ქართული ოცნების" მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების საპასუხოდ ოპოზიციას პარლამენტის პარალიზებას სთავაზობს.


როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამისთვის სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი გზა არსებობს და საჭიროა თითოეულმა ოპოზიციონერმა თითოეულ კანონთან დაკავშირებით მისთვის რეგლამენტით განკუთვნილი დროით ბოლომდე ისარგებლონ.


"ქართულ ოცნებას" ერთადერთი ახლა რაზეც გათვლა არ აქვს, ეს არის ის, რომ ოპოზიცია აქტიური იქნება და შეტევაზე გადავა, გათვლა აქვს იმაზე, რომ იქნება ბოიკოტი, გაქცევა, გაბუტვა, რასაც ოპოზიცია აკეთებდა მთელი ეს პერიოდი. ეს გათვლილი ექნება "ქართულ ოცნებას", ამიტომ საპასუხოდ ჩვენ სრულიად სხვანაირი ტაქტიკა შეიძლება ავირჩიოთ და ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია ოპოზიციისთვის და იმედია, ეს გახდება განხილვის საკითხი. ოპოზიციას აქვს უდიდესი რესურსი პარლამენტში აქტიურობით სრულიად კანონიერად, რეგლამენტის თანახმად, მოახდინოს პარლამენტის პარალიზება. 


"ქართული ოცნება" დღეში ასამდე კანონს იღებს ხოლმე, ყველა მათგანზე შეიძლება დასვა სამწუთიანი კითხვა, გქონდეს 15 წუთიანი გამოსვლა. ფაქტობრივად, იქამდე შეიძლება მიიყვანო, რომ 100 კანონიდან თუ ერთი გაიტანა კვირაში, ესეც დიდი მიღწევა იქნება. ეს უნდა გაგრძელდეს არჩევნებამდე და ეს იქნება ჩვენი ძალა, თუ "ქართული ოცნება" აიღებს 43 პროცენტზე ნაკლებს და არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, პარალიზება გაგრძელდება და მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", - განაცხადა რაქვიაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი