„ნეტა ჩემი ძღინკიანი მხარდაჭერა რაში სჭირდება, მაგრამ მაინც" - ნახეთ, ვისზე საუბრობს ზურა შევარდნაძე

28 Jul 2021 23:39

მებაღე ზურა შევარდნაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს და მის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„მართლა არ ვიცი რა დაწერა, რა ქნა და მით უმეტეს რა მოიმოქმედა იმისთანა რომ ქალები გაანაწყენა.

ვიცი ერთი, რომ გიორგი სამაგალითო ადამიანი, წესიერი ქართველი, გურული კაცია. 

შრომობს ისე როგორ შეუძლია, აკეთებს ვფიქრობ მნიშვნელოვან საქმეს, ბევრი მისი ნაკეთებით კმაყოფილი ადამიანი მინახავს, ბევრ ისეთ წვრილმან თუ მსხვილმან ამბავშია ჩართული სხვას აზრადაც რომ არ მოუვა გააკეთოს. სულ საქმეშია, არ მჯერა რომ მისი ნათქვამი, დაწერილი ან ნაკეთები ვინმეს ავნებს ან ზიანს მიაყენებს. ვფიქრობ აჯობებს შევეშვათ ამ კაცს, ქალებიც შეეშვით და კაცებიც, ჩვენ საქმეს მივხედოთ, ის ნამდვილად მიხედავს თავის საკეთებელს, რომლითაც აუცილებლად ვისარგებლებთ ყველა. ნეტა ჩემი ძღინკიანი მხარდაჭერა რაში სჭირდება, მაგრამ მაინც. თუ გნებავთ დამაბრალეთ, რომ გურულობით მომდის.. სხვათა შორის არც გურულობაში სცხვენია“, - წერს ზურა შევარდნაძე.





კომენტარები:

ფართი შოპი