საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ახლადგახსნილ დამატებით ვაქცინაციის კაბინეტში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირადი შემადგენლობა და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვაქცინირებულია თავდაცვის ძალების 25 პროცენტზე მეტი.