ანსამბლი ,,TMS" გრანპრის მფლობელია

29 Jul 2021 14:55

დღეს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს"TMS" (ხელმძღვანელი სოფო ბოჭორიშვილი), რომელმაც ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ,,ნარინჯისფერი ქობულეთი", გამარჯვება მოიპოვა და გრანპრის მფლობელი გახდა, წარმატება პირდადად მიულოცეს და ანსამბლის თითოეულ წევრს და პედაგოგს მადლობის სიგელები გადასცეს.


წარმატება, ასევე მიულოცეს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლს ,,მრავლძალი” (პედაგოგი დავით სხირტლაძე), რომელმაც ფესტივალის პირველი ადგილი დაიკავა.


მადლიერების ნიშნად, მაჟორიტარი დეპუტატისა და  ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ორივე ანსამბლს მათ მიერ არჩეულ ლოკაციაზე ექსკურსია დაუფინანსდებათ, ასევე უზრუნველყოფენ ანსამბლების სასურველი ფორმების შეკერვას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეპეტიციო დარბაზის მოწყობას.


''მადლობა მინდა გადავუხადო ანსამბლ ''თი-ემ-სის'' და ანსამბლ ''მრავალძალის'' თითოეულ წევრს და მათ პედაგოგებს დაუღალავი შრომისათვის, იმ სიხარულისათვის რასაც თავიანთი წარმატებით გვანიჭებენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ უამრავ წარმატებას ჩვენი კუთხის, რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენს მხარდასაჭერად. პაპუნა მარგველიძე სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.





კომენტარები:

ფართი შოპი