შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.
რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დაკავშირებული იყო სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“ არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფთან და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას და ლოკაციებზე განთავებას ახდენდა.
პოლიციამ ი.ბ. თბილისში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 4 ცალი პლასტმასის ბოთლი, რომლებშიც მოთავსებული იყო 5 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ.ნ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს და ნ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და ,,ჰეროინის“ შემცველი 1 კილო და 600 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება.
პოლიციამ სულ ნივთმტიცებად ამოიღო: 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.