"ვალდებულებას ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ზედმიწევნით შევასრულებ" - მიხეილ სააკაშვილი

29 Jul 2021 19:28

სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მი მა­ინც უნდა ჩა­ვა­ტა­როთ - ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას კი, რო­მე­ლიც ავი­ღე, ჩემი ერი­სა და ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე, ამ­ჯე­რად სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მის წინ, ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლებ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო-მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.


რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ანუ­ლი­რე­ბით, ოქ­ტომ­ბრის რე­ფე­რენ­დუმ­ზე მარ­ცხი აღი­ა­რა. მისი თქმით, აგ­ვის­ტო­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ის და­ხურ­ვას გეგ­მავს, შემ­დეგ კი აპი­რებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ი­ღოს.


"გუ­შინ ივა­ნიშ­ვილ­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად წი­ნას­წარ­ვე აღი­ა­რა მარ­ცხი ოქ­ტომ­ბრის რე­ფე­რენ­დუმ­ზე. ის, რაც მან გუ­შინ გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ერ­თა­დერ­თი პა­რა­ლე­ლია ის, რაც გა­ა­კე­თა ია­ნუ­კო­ვიჩ­მა, რო­დე­საც 2013 წელს გა­მო­ვი­და ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბი­დან, რა მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში ია­ნუ­კო­ვი­ჩი­სა და მისი ბან­დის­თვის, ყვე­ლას კარ­გად უნდა ახ­სოვ­დეს.


ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მან აიღო, იყო არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის ან რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წი­ნა­შე, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე მას შემ­დეგ, რაც ქარ­თველ ხალ­ხს მო­პა­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა რე­ფე­რენ­დუ­მი და ქარ­თველ ხალ­ხს გა­და­ე­წყვი­ტა, უნდა და­ნიშ­ნუ­ლი­ყო თუ არა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლად აგებს, მან ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად გა­ა­უქ­მა.


მისი გეგ­მე­ბი, რა თქმა უნდა, გა­სა­გე­ბია. ეს მან გა­ა­კე­თა ივ­ლი­სის ბო­ლოს, აგ­ვის­ტო­ში აპი­რებს, და­ხუ­როს ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია, სა­ნამ მთე­ლი მსოფ­ლიო და ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა­შია წა­სუ­ლი, შემ­დეგ აპი­რებს, კო­ვი­დის სა­ფარ­ქვეშ შე­მო­იღს შე­ზღუდ­ვე­ბი, და­ა­ში­ნოს ხალ­ხი. კო­ვი­დიც ხე­ლოვ­ნუ­რად გავ­რცელ­და, იმი­ტომ, რომ შარ­შან, არ­ჩევ­ნე­ბის წინ შე­მო­იყ­ვა­ნეს რუსი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ავ­რცე­ლეს კო­ვი­დი. ახ­ლაც მა­სობ­რი­ვად შე­მოჰ­ყავთ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან ყალ­ბი ცნო­ბე­ბით ტუ­რის­ტე­ბი, ეს ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. იგი­ვე გეგ­მა აქვს წელს სექ­ტემ­ბრი­სა და ოქ­ტომ­ბრის­თვის. რამ­დენ­ჯერ უნდა ჩაგ­ვი­ტა­როს ერთი და იგი­ვე ხრი­კი.


იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­უქ­მა ევ­რო­კავ­ში­რის რე­ფე­რენ­დუ­მი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მე­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, მა­ინც უნდა ჩა­ვა­ტა­როთ სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა­ზე. ეს მოხ­დე­ბა შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე. ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან კარ­გი კან­დი­და­ტე­ბი თბი­ლის­ში, ბევრ სხვა ად­გილ­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად ყველ­გან ვა­ყე­ნებთ ძა­ლი­ან კარგ კან­დი­დატს და ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე, რათა ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, რომ არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მძარ­ცველ ბან­დას აღარ გა­აჩ­ნია. ქარ­თველ ხალ­ხს უნდა ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და ამ გა­ჭირ­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა. მას მო­ბეზ­რდა ჭა­ობ­ში, სი­ღა­ტა­კე­ში, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ერ­თა­დერ­თი პერ­სპექ­ტი­ვა, რა­საც უსა­ხა­ვენ, ქვეყ­ნი­დან გაგ­დე­ბაა.


ამი­ტომ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა და მეც, ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ავი­ღე, ჩემი ერი­სა და ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე, ამ­ჯე­რად სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მის წინ, ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლებ. ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად ვერ ეღირ­სე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვას, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლია! ახლა სა­კი­თხი დგას ამ ყვე­ლაფ­რის სწო­რად გა­ფორ­მე­ბა, მენ­დეთ, ბო­ლო­მე ვიბ­რძო­ლებ, არას­დროს გი­ღა­ლა­ტებთ მე და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თგუ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებ­დნენ. ჩვენ ყევ­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. დიდი ხანი ვი­ცა­დეთ, ბევ­რი წელი დავ­კარ­გეთ, სა­ქარ­თვე­ლოს მეტი და­სა­კარ­გი დრო არ აქვს. წა­ვალთ ბო­ლომ­დე და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ. ეს წელი არის გა­მარ­ჯვე­ბის წელი. ღმერ­თი იყოს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლი“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კა­შილ­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი