ქართული სერიალი „ადამიანები ფრთებით“

29 Jul 2021 20:52

„ადამიანები ფრთებით“ - ამ სახელწოდების ქართულ სერიალს საზოგადოება მალე იხილავს. ფილმის სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში ვითარდება და ტექნოლოგიურ ტრენდებს უკავშირდება.


„ფილმი არის ბიზნესზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ღალატსა და ერთგულებაზე... წინააღმდეგობებზე, რომელსაც საქმიანი პარტნიორები ხშირად აწყდებიან. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება. რეჟისორი გიორგი გერსამიაა. მსახიობებიც, ვფიქრობ, სწორად შერჩეულია. საკმაოდ კარგად თამაშობენ და მაყურებლამდეც მიაქვთ საჭირო ემოცია“ - განმარტა ფილმის პროდიუსერმა, ალექსანდრე სუდაძემ.

მისივე თქმით, ფილმში საქართველო ნაჩვენებია, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანა.


„ფილმის ძირითადი იდეაა მსოფლიო საზოგადოებისთვის საქართველოს სიკეთეების, ახალგაზრდების უნარებისა და ახალი ფინანსურ-ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩვენება. აქვეა წარმოჩენილი მთავარი გმირების ცხოვრებისეული, ფუნდამენტური ღირებულებები და მათეული ხედვა. ფილმი არ სცდება ქართულ რეალობას, თუმცა, ამავდროულად, ნაჩვენებია ქვეყნის სწრაფვა განვითარებისკენ, მიღწეული პროგრესი და ახალგაზრდების როლი სიახლეების ათვისება-დამკვიდრების თვალსაზრისით“ - აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.


ფილმის დახურული ჩვენება 30 ივლისს, 20:00 სთ-ზე კინოთეატრ ამირანში ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი