როდესაც უჭირს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს, იმ წუთში დასავლეთში ფორიაქს იწყებენ მასთან კუდით გადაბმული პოლიტიკური მექრთამეები“ - გოგა ხაინდრავა კარლ ბილდტის განცხადებაზე

29 Jul 2021 22:25

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი, „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოში მოვლენები „ღრმად შემაძრწუნებლად“ განვითარდა.


მის განცხადებას გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა. მისი თქმით, კარლ ბილდტის კომენტარში გასაკვირი არაფერი არ არის, ის სააკაშვილის ძალიან ცნობილი ლობისტია.


„სააკაშვილის რეჟიმის დროს ხალხს ხოცავდნენ ქუჩაში და კაცებს ციხეებში აუპატიურებდნენ. მაგის ლობისტი იყო, ეგ არის ცნობილი კორუფციონერი, მისი კომპანია „კრეაბი“ დაფინანსებული იყო სააკაშვილის მთავრობის მიერ 1 560 000 ევროთი 2006-2008 წლებში და ეს გასაიდუმლოებული დოკუმენტი იყო.


ამ დოკუმენტების გასაჯაროებისთვის მივმართე პარლამენტს, სადაც შავით თეთრზე წერია, ასახულია კორუფციული სქემა სააკაშვილთან. 14-ჯერ არის ნამყოფი საქართველოში, ბილდტი მაშინ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მისი მოადგილე მაშინ იყო ამ „კრეაბის“ დირექტორი და მისგან გადიოდა ფული ბილდტთან.


2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მერე ახლად დანიშნული ელჩი, რომელმაც გააკრიტიკა არჩევნები და თქვა, რომ ეს არ იყო დემოკრატიული და თავისუფალი, ბილდტმა მოხსნა, ამასთან დაკავშირებით ელჩმა საჯაროდ განცხადებაც კი გააკეთა. არის კადრები, სადაც ბილდტი სააკაშვილთან ერთად პურ-მარილებსა და რთველებზე იმყოფებოდა ამ ნაყაჩაღარი ფულით“, - განაცხადა გოგოა ხაინდრავამ.


ის აღნიშნავს რომ, კარლ ბილდტის კავშირები რუსეთთან არავისთვის არაა დაფარული, რეჟისორის თქმით ის იყო მიხეილ ფრიდმანის კრემლის მილიარდერის ხელდასხმული მისი მმართველი საბჭოს წევრი იყო, „გაზპრომის“ აქციონერი და ა.შ.


„ახლა დაფაცურდა ყველა ის, ვინც გადაბმული იყო სააკაშვილთან და ჩვენ ამას პირდაპირ ვხედავთ ყველა იმ მომენტში, როდესაც უჭირს „ნაციონალურ მოძრაობას“და სააკაშვილს, იმ წუთში დასავლეთში ფორიაქს იწყებენ მასთან კუდით გადაბმული პოლიტიკური მექრთამეები.


ხელი ხელს ბანს, ეგ ამბავია. ცნობილია ბილდტის აფრიკული კორუფციონერობის შესახებაც. ყოველთვის ასე იყო, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირვებია, ბილდტს დახმარების ხელი არ გაეწიოს, იმიტომ რომ 1 560 000 ევრო საკმაოდ დიდი თანხაა. მისი ლობისტობა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, ისევე, როგორც მეთიუ ბრაიზასი.


პოლიტიკური კორუფცია ყველა ქვეყანაში ერთნაირია და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია თუ პატარა. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ეს აბსოლუტურად ცრუ განგაში, თითქოს საქართველომ ორიენტაცია შეიცვალა, ამას აკეთებენ ის ქვეყნები, რომელიც ამ ფსევდოლიბერალიზმს მისდევენ და გარყვნილების პროპაგანდას ახდენენ.


ჩვენ ევროპის დამფუძნებლები ვართ 2000 წლის წინ და იმის მერე არასოდეს არ შეგვიცვლია ჩვენი ორიენტაცია, უბრალოდ მძიმე წარსული გვქონდა. იმის მაგივრად, რომ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და დაგვეხმარონ, მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება გვესმის ხოლმე.


როგორც კი „ნაციონალებს“ გაუჭირდებათ, იმ წუთში დასავლეთიდან და ამ ფსევდოლიბერალური წარმომადგენლების მიერ გვესმის რეაგირება, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.


საქართველომ ხმა აიმაღლა საკუთარი ინტერესების დასაცავად და ტაში მინდა დავუკრა„ქართულ ოცნებას,“ რომ ამის უნარი აღმოაჩნდა და სიმტკიცე. დარწმუნებული ვარ, რომ მათ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ წამოწყებაში, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობის და მომავლის ინტერესებს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი