დავით ჩიხელიძე: რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ხელშეკრულების მომწერი მხარე, შესაბამისად მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა

30 Jul 2021 00:08

„ორმაგი სტანდარტის მატარებელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, „ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ (ISFED, GDI, TI, IDFI, EPF, DRI და სხვა). როგორც მოსალოდნელი იყო, მათ დაგმეს „ოცნების“ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირეს საკუთარ პარტიას, დიახ, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.


„დიდი ხანია რაც მათ და ოპოზიციური პარტიებს შორის ზღვარი წაიშალა, ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ნაცვლად მივიღეთ მახინჯი სიმბიოზი... მე არ მახსოვს მათი განცხადება, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი გამოაცხადა, ახლა არ თქვათ, რომ პარლამენტის ბოიკოტი დემოკრატიული სამყაროს საუკეთესო პრაქტიკაა.... მუდამ წაგებულ და რაც მთავარია უსამართლო, არაობიექტურ, მიკერძოებულ თამაშს რატომ თამაშობთ?


რაც შეეხება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ხელშეკრულების მომწერი მხარე, შესაბამისად მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან მათ წინაშე არავის არანაირი ვალდებულება არ აუღია. „ოცნება“ კი რეალურად ასრულებდა და ასრულებს ხელშეკრულებას, როგორც ვიცით ყველა შეთანხმებას მინიმუმ ორი მხარე ჰყავს, ყველა მხარეს აქვს საკუთარი უფლებები და ვალდებულებები, როდესაც ერთი მხარე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება მოვალეობებს, ეს საკმარისი საფუძველია, რომ მოხდეს ხელშეკრულების ანულირება, ჩვენს შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების არაერთგზის დარღვევას. შესაბამისად ის რაც მოხდა არათუ მართებული, არამედ აუცილებელი იყო!“, - აცხადებს ჩიხელიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი