„საქართველოში კოვიდი ხელოვნურად გაავრცელეს, ივანიშვილმა შემოიყვანა რუსი ტურისტები და გაავრცელებინა ვირუსი“ - სააკაშვილმა ახალი თეორია შეთხზა

30 Jul 2021 01:47

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსი ტურისტების მეშვეობით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო. 


„მინდა გითხრათ შემდეგი. ივანიშვილის გეგმები არის გასაგები. მას უნდა შემოიღოს შეზღუდვები კოვიდის საფარქვეშ, რათა დააშინოს ხალხი. საერთოდაც საქართველოში კოვიდი ხელოვნურად გაავრცელეს. შარშან არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს ვირუსი. ახლაც მასოვბრივად იმ ქვეყნებიდან შემოჰყავთ ყალბი ცნობებით ტურისტები. ეს ნიშნავს, რომ ადამინების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბერ-ოქტომბრისთვისაც. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე?" - თქვა სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას.



  


კომენტარები:

ფართი შოპი