"ტიპი სტერილური დებილია და უბრალოდ სიტყვა გაფიცვის მნიშვნელობა არ იცის, ან მემანქანეებს ჩვეულებრივად დასცინა" - გვარამია

08 Jun 2018 19:35

"სერიოზულად მაინტერესებს, რომელმა მოსამართლემ დაწერა და რითი იხელმძღვანელა, როცა განსაზღვრა, რომ გაფიცვის უფლება მეტროს მემანქანეებს აქვთ არასამუშაო საათებში.

რისგან იფიცებიან არასამუშაო საათებში? ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებისგან თუ ბავშვების აღზრდისგან? სახლში ნათურის გამოცვლისგან თუ ლურსმნის მიჭედებისგან?

ორიდან ერთია - ან ტიპი სტერილური დებილია და (კანონთან და კონსტიტუციასთან ერთად) უბრალოდ სიტყვა გაფიცვის მნიშვნელობა არ იცის, ან მემანქანეებს ჩვეულებრივად დასცინა."


კომენტარები:

ფართი შოპი