"კალოიანის, კულუმბეგოვის და სხვა უშიშარი მებრძოლების ფაქტორი თქვენი არაჯანსაღი წარმოსახვის ნაყოფია... მათ კოვიდთან ბრძოლისთვის ერთი თეთრის საქმეც არ გაუკეთებიათ" - თენგიზ ცერცვაძე

30 Jul 2021 12:29

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხო­და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:


"ბა­ტონ­მა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა და­წე­რა პოს­ტი, სა­დაც სი­ტყვა-სი­ტყვით ამ­ბობს: “მად­ლო­ბა ვახო კა­ლო­ი­ანს, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს და კი­დევ არა­ერთ პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც არ შე­შინ­და და იბ­რძო­ლა იმი­სათ­ვის, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი კო­ვი­დის მკურ­ნა­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლის ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და ის სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა.


”ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი დღემ­დე შე­დი­ო­და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ვიწ­რო წრე­ში, იმი­ტომ რომ ის იყო ძა­ლი­ან კარ­გი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და პროგ­რე­სუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. მე სწო­რედ ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი რე­აქ­ცია არ მი­მე­ცა მის პე­რი­ო­დულ ყოვ­ლად­და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ კრი­ტი­კულ გა­მოხ­ტო­მებ­ზეც. მაგ­რამ დღეს მან ისე­თი რამ იკად­რა, რომ მის­და­მი ყო­ველ­გვა­რი პა­ტი­ვის­ცე­მა დავ­კარ­გე.


ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ბ-ნ ვახო კა­ლო­ი­ანს, ბ-ნ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს და კი­დევ "არა­ერთ პრო­ფე­სი­ო­ნალს“ რომ უში­შარ მებ­რძო­ლე­ბად აცხა­დებთ, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც თით­ქოს ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლის ნა­წი­ლი გახ­და და ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სა სინ­დი­სი სულ არ გა­წუ­ხებთ?!


პო­ლი­კი­ტუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ხომ არ უნდა იკად­როთ. ხომ იცით, რომ ამას სი­მარ­თლეს­თან ერთი პრო­ცენ­ტიც კი არა აქვს სა­ერ­თო და სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო. ბა­რემ აივ/შიდსის პროგ­რა­მა, C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მაც და ლაშა ბე­ქა­უ­რის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბაც ბა­ტონ კა­ლო­ი­ანს, ბა­ტონ კუ­ლუმ­ბე­გოვს და მათ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს მი­ა­წე­რეთ.


თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა მით უფრო უპა­ტი­ე­ბე­ლია, რომ ძა­ლი­ან კარ­გად, შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით თუ რა რო­გორ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში. ესე იგი შეგ­ნე­ბუ­ლად და გა­მიზ­ნუ­ლად ტყუ­ით პრინ­ცი­პით: "თქვი დიდი ტყუ­ი­ლი, ხში­რად გა­ი­მე­ო­რე და ბო­ლოს და ბო­ლოს ხალ­ხი მას და­ი­ჯე­რებს“. მერე რა რომ ამას თქვე­ნი რე­პუ­ტა­ცია შე­ე­წი­რე­ბა.მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს ჩვენ უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე ვი­ყე­ნებთ.


მა­შინ რო­დე­საც არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც კი ძა­ლი­ან ცოტა ვინ­მეს სჯე­რო­და მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის. 2020 წლის ივ­ნის­ში პირ­ველ­მა არ­ხმა 10 წუ­თი­ა­ნი ვი­დეო-ფილ­მიც კი გა­და­ი­ღო იმა­ზე, თუ რო­გორ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით 83 წლის სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტი. ბოლო თვე­ებ­ში ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით და ჩვე­ნი შედ­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს ჩვენს გარ­და კი­დევ 10 კლი­ნი­კა იყე­ნებ­და. ასე მა­გა­ლი­თად მარ­ტო ბოლო ორ თვე­ში ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრმა 9 მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID-19-ით ავად­მყოფს უმ­კურ­ნა­ლა ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით და მათ­გან 8 გა­დარ­ჩა და ა.შ.


  • ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი კი მხო­ლოდ გვა­ბუ­ლინ­გებ­დნენ და ბრალს გვდებ­დნენ იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დით. და მხო­ლოდ მას შემ­დეგ რაც არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ ინ­გლი­სე­ლე­ბის დიდი კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი მე­დი­კა­მენ­ტია 180 გრა­დუ­სით შეც­ვა­ლეს თა­ვი­სი რი­ტო­რი­კა და სხვა­ნა­ი­რად აჭი­კ­ჭიკ­დნენ (შერ­ცხვე­ბო­დათ თუ რა).


ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია რა მოხ­დე­ბო­და რომ ჩვენს სა­ე­ქი­მო ალ­ღოს და გა­მოც­დი­ლე­ბას არ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ყო, ალ­ბათ ჩაგ­ვქო­ლავ­დნენ. ასე რომ ვინ იბ­რძო­და მარ­თლა უშიშ­რად და ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვა ყვე­ლამ, მათ შო­რის თქვენც, ძა­ლი­ან კარ­გად იცით. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ტო­კოლს, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ჩვენ მიერ ჯერ კი­დევ 2020 წლის ივ­ნი­სი­დან შე­ტა­ნი­ლია COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ტო­კოლ­ში (სად იყო ამ დროს ან კა­ლო­ი­ა­ნი ან კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ან სხვა) და მის ფარ­თოდ და­ნერგვას კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან და COVID-კლი­ნი­კებ­თან არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა და არა­ერ­თი პოს­ტი მი­ვუ­ძღვე­ნით.ჩვენ­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე თვე­ე­ბი­დან ვიზ­რუ­ნეთ იმა­ზე, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით ყო­ფი­ლი­ყო, ხოლო ცოტა ხნის წინ ასე­ვე ჩვე­ნი და სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნით მომ­წო­დე­ბელ­მა ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ფასი გა­ა­ნა­ხევ­რა.


ბა­ტონ­მა კა­ლო­ი­ან­მა სულ ცოტა ხნის წინ ისიც კი არ იცო­და, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ მო­ი­პო­ვე­ბა, თუ არა.ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნიშ­ვნა: ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ტო­კოლ­ში შე­ტა­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან (2020 წლის ივ­ნი­სი­დან) ანა­ზღა­უ­რებ­და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ძა­ლი­ან ძვი­რია), და არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა ამ მხრივ არ ყო­ფი­ლა.


  • მას სწო­რედ ბა­ტო­ნი კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ნი იგო­ნებ­დნენ. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა სწო­რედ ის იყო, რომ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის, ბა­ტო­ნი კა­ლო­ი­ა­ნი­სა და მისი თა­ნა­მო­აზ­რე ჰე­ი­თე­რე­ბის გავ­ლე­ნით COVID-კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლი თავს იკა­ვებ­და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის (ისე­ვე რო­გორც რემ­დე­სი­ვი­რის) გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, რი­თაც COVID-ით ავად­მყო­ფე­ბი ზა­რალ­დე­ბოდ­ნენ და ამ კლი­ნი­კებ­თან სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ჩვე­ნი პი­რა­დი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­თან­ხმდნენ, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი­სა და რემ­დე­სი­ვი­რის ბო­ი­კოტს შე­წყვეტ­დნენ.ასე რომ ბა­ტო­ნი კა­ლო­ი­ა­ნის, ბა­ტო­ნი კუ­ლუმ­ბე­გო­ვის და სხვა უში­შა­რი მებ­რძო­ლე­ბის ფაქ­ტო­რი მხო­ლოდ თქვე­ნი არა­ჯან­სა­ღი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფია.


და სა­ერ­თოდ, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ამ პი­როვ­ნე­ბებს არა­თუ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის და­ნერგვა, სა­ერ­თოდ კო­ვიდ­თან ბრძო­ლის­თვის ერთი თეთ­რის საქ­მეც კი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ერთი ავად­მყო­ფიც კი არ გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ. გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლა და­საშ­ვე­ბი და და­უშ­ვე­ბე­ლი ხერ­ხე­ბით გვებ­რძვით, მაგ­რამ რა­ღაც წი­თე­ლი ხა­ზე­ბი თქვენ­თვი­საც ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს.ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­ვე თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თქვე­ნი წო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, მო­ახ­დი­ნოთ თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბა, რი­თაც ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აღიდ­გენთ იმ რე­პუ­ტა­ცი­ას და ნდო­ბას, რო­მე­ლიც აქამ­დე გქონ­დათ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ხომ უნდა იცხოვ­როთ", - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.





კომენტარები:

ფართი შოპი