საქართველოში, ზემო სილეზიის სავაჭრო მისიის ფარგლებში, პოლონური და ქართული კომპანიების საქმიანი შეხვედრა გაიმართა

30 Jul 2021 13:08

„საქმიანი შეხვედრა პოლონური და ქართული კომპანიების მონაწილეობით“ - ამ სახელწოდების ღონისძიება, “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“,  ზემო სილეზიის სავოევოდოს, პოლონეთის ინვესტიციების და სავაჭრო სააგენტოს თბილისის საგარეო ვაჭრობის ოფისის და ზემო სილეზიის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.


დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკის ზემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა იაკუბ ხევსტოვსკიმ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.


სავაჭრო მისიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ კასრაძესთან, რომელმაც მათ, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ტენდეციების, ასევე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების (R&D) მიმართულებით დაგეგმილი და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გააცნო ინფორმაცია. ორ ქვეყანას შორის, ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობის მონაწილე კომპანიებს საშუალება ჰქონდათ   პოლონურ კომპანიებს ბ2ბ ფორმატში შეხვედროდნენ.


ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის პარტნიორობით განხორციელდა.


აღსანიშნავია, რომ ზემო სილეზიის მთავრობა და მეწარმეები, თანამშრომლობის განვითარების, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვისა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს 24 ივლისს ეწვივნენ და ვიზიტს 31 ივლისს დაასრულებენ. დელეგატებმა შეხვედრები გამართეს ქვემო ქართლის, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, და კახეთის ადგილობრივი ხელისუფლებების წამომადგენლებსა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებულ პირებთან.





კომენტარები:

ფართი შოპი