გახარია მერობის კანდიდატებზე: „მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისა, მერის არჩევნებში მხარდაჭერა აღარ ნიშნავს კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას - ეს ნიშნავს იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერასაც, რომელიც ამ კანდიდატს უკან მოჰყვება“

30 Jul 2021 13:56

გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ერთი რამე მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისა, მმართველმა ძალამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევანს, არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ 1 კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას - სამწუხაროდ ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც ამ კანდიდატის უკან მოჰყვება. ეს სამწუხაროდ ავიწროებს , როგორც ჩემი რიგითი თბილისელის უფლებას გავაკეთო სწორი არჩევანი მერის არჩევის დროს, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა ეს ყველაფერი.“ _ განაცხადა გახარიამ.  





კომენტარები:

ფართი შოპი