საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეით ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

30 Jul 2021 14:32

გორში, თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის გარდა, სამხედრო მოსამსახურეების აცრა თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაშიც არის შესაძლებელი. გორში დამატებითი ლოკაციის შექმნის საჭიროება საყოველთაო ვაქცინაციიდან და სამხედრო მოსამსახურეების აქტიურობიდან გამომდინარე გაჩნდა.


თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციას, სურვილის შემთხვევაში, სამსახურის ლოკაციის მიხედვით უზრუნველყოფს.




კომენტარები:

ფართი შოპი