იუსტიციის სამინისტრო პრიორიტეტული მიმართულებებისათვის ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს

30 Jul 2021 14:37

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით საგრანტო პროგრამა ცხადდება.

 

საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში,  500 000 ლარია. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებას არაუმეტეს 25 საგრანტო პროექტი მიიღებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის  20 000 ლარია.  საგრანტო ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-დან 6 თვემდეა.

 

პროექტში მონაწილეობის მიღება  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. 

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე: www.justice.gov.ge





კომენტარები:

ფართი შოპი