ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა

30 Jul 2021 17:06

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისების საკითხებზე ისაუბრეს.


„ჩვენ ქვეყნებს წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორია აქვთ. საინტერესო შეხვედრა გვქონდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სოფლის მეურნეობის სექტორსაც, შესაბამისად, საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა,  სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მევენახეობისა და ღვინის წარმოების ფონდის დირექტორი ესწრებოდნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი