პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს

30 Jul 2021 20:48

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სამუშაო ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გენდერული პოლიტიკის აღსრულებისა და გენდერული პერსპექტივის ანალიზის საკითხებზე იმსჯელა.


განხილული იყო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის  განსახორციელებელი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები.

აღინიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მიუხედავად იმისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სფეროებში ქალთა რაოდენობის სტატისტიკური მაჩვენებელი  გაიზარდა, გამოწვევები კვლავ რჩება.


„ჩვენ, დღეს საბაზისო საჭიროებების და პრობლემებისა იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რის მიხედვითაც შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომლითაც როგორც სამინისტროებს, ასევე დონორ ორგანიზაციებს მივმართავთ. ამ მიმართულებას გენდერული თანასწორობის საბჭოდან ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია უხელმძღვანელებს და დარწმუნებულიო ვარ, მისი თაოსნობით, ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავჯდომარემ, ნინო წილოსანმა.


შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი