„თეატრში ერთ ადამიანს დაუფიქსირდა კოვიდი. 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ მას ვინც აცრილი არ იყო" - ნახეთ, რას ჰყვება ანა ქურთუბაძე

30 Jul 2021 23:20

მსახიობი ანა ქურთუბაძე სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პროფესიული საქმიანობის დროს მას და კიდევ 50-მდე მსახიობს კოვიდინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდათ შეხება, მათ შორის, ზოგიერთს ძალიან ახლოც. მიუხედავად ამისა, ვირუსი 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ ერთს, რომელიც აცრილი არ იყო.


„თეატრში, ჩვენთან, ერთ მსახიობს დაუფიქსირდა კოვიდი. ყველას გვქონდა კონტაქტი, ზოგიერთი სცენაზე კოცნიდა კიდეც ინფიცირებულს, რომელსაც, თურმე, უკვე სიცხე ჰქონდა და არ იცოდა... და, საბოლოოდ, რა მოხდა, 50 ადამიანიდან გადაედო მხოლოდ ერთს, რომელიც არ იყო აცრილი! ვცდილობ, ყველა საჭირო ინფორმაცია დავწერო პირადი გამოცდილებიდან, რომ ვაქცინა ნამდვილად გვიცავს!“, - წერს ანა ქურთუბაძე.






კომენტარები:

ფართი შოპი