ირაკლი კობახიძე - იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი - რაც შეეხება ახალ შესაძლო დოკუმენტს, ეს ფურცელი გადაშლილია, ერთი და იგივე მდინარეში ოპოზიცია ვერ შევა და ჩვენ არ შევალთ

31 Jul 2021 00:45

დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია და ეს იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზიციისთვის მეორე შანსის მიცემას არ აპირებს და მისივე თქმით, მხარეთა შორის არც რაიმე, ახალი შეთანხმება არ შედგება.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას განვლილი 100 დღის განმავლობაში ჰქონდა დრო, ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებისთვის, რაც არ გააკეთა.


„რაც შეეხება კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ასეთი ინტერესი და სურვილი, მათ შორის რეფორმებთან დაკავშირებით, ასეთი კონსულტაციები გვექნება. თუ აქვთ კონკრეტული რჩევები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეფორმა უნდა გატარდეს ამ თუ იმ სფეროში, ამ კონსულტაციებს მივიღებთ, ამაში ჩავერთვებით და მაქსიმალურად მხედველობაში მივიღებთ ნებისმიერ რეკომენდაციას.


რაც შეეხება რაიმე ახალ შესაძლო დოკუმენტს, მოლაპარაკებას, ეს ფურცელი გადაშლილია. ერთი და იგივე მდინარეში ოპოზიცია ვერ შევა და ჩვენ არ შევალთ, - ეს არის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ერთხელ მივეცით შანსი, 100 დღის განმავლობაში ჰქონდათ ეს შანსი, კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს და ჩვენ, ბუნებრივია, არასერიოზულ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, მეორედ ერთი და იგივე შანსის მიცემა ამ პარტიებისთვის არის სრული უგუნურება, ამას, პირველი რიგში, ჩვენი ამომრჩეველი და საზოგადოება არ გვაპატიებს, ამაზე საუბარი ჩვენთვის არის ნონსენსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი