ირაკლი კობახიძე - გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო ბოლი

31 Jul 2021 00:55

გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე თუკი მეორე ტური იქნება, კალაძესთან ერთად ვიხილოთ გიორგი გახარიას კანდიდატურაც.


მისი თქმით, მთავრობის ყოფილ მეთაური ხშირად იტყუებოდა:


„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.


მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი