ეკატერინე დგებუაძე სკოლებში უსაფრთხოებაზე: უნდა დავინახოთ, რა საჭიროებები აქვს მოსწავლეს, როგორც ინდივიდს

31 Jul 2021 09:07

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სკოლებში მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და რა მიმართულებით განვითარდება უახლოეს წლებში მანდატურის სამსახური.


„მნიშვნელოვანია, შეფასდეს სკოლებში არსებული სიტუაცია და მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება. ერთი მხრივ, აქამდე არსებობდა მანდატურის სამსახური, რომელიც წესრიგის მიმართულებით გარკვეულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იცვლება სკოლის კულტურა, მანდატურის სამსახურში სხვადასხვა სერვისი შეიქმნა. ერთ-ერთი სერვისი არის ფსიქოლოგიური მომსახურება, მიმდინარე წლის აპრილში გაჩნდა განათლების სოციალური მუშაკის სერვისი. თითოეული ბავშვის საჭიროება უნდა შეფასდეს და პასუხისმგებლობა იყოს აღებული იმაზე, რომ მოსწავლის მხარდაჭერა იყოს შესაბამისი და გაძლიერებული იყოს მშობლის როლი. ეს თანამშრომლობითი ხიდი უკვე გადებულია და პრიორიტეტი არის მოსწავლე. უნდა დავინახოთ, რა საჭიროებები აქვს მოსწავლეს, როგორც ინდივიდს“, - განაცხადა დგებუაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი