„სპორტსმენების დიდი ნაწილი მთავრობის დასაყრდენი დამრტყმელი ძალა ხდება“ - ზურაბ ჯაფარიძე

31 Jul 2021 11:35

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მიერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გორის მერობის კანდიდატად დასახელებას სოციალური ქსელით ეხმაურება.


როგორც ის აღნიშნავს, სპორტის ბევრი სახეობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, იმ დროს, როცა შესაძლოა მოსახლეობის უმრავლესობას ამ თანხების გამოყენება სხვა პრობლემების მოსაგვარებლად სურს.


„ათწლეულებია ასობით მილიონს ვხარჯავთ იმაში რომ ვზრდით კუნთმაგარ ადამიანთა დიდ მასას, რომელთაც ერთადერთი რაც ეხერხებათ მოწინააღმდეგის ფიზიკური დათრგუნვაა.


გადის წლები, ეგეთი ადამიანების რაოდენობა იზრდება და მათმა უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის რა აკეთოს ცხოვრებაში რადგან არანაირი სხვა უნარი გარდა ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირებისა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია.


რამდენი ითამაშებს რაგბის საფრანგეთში? რამდენი გახდება ოლიმპიური მედალოსანი? რამდენი მოინდომებს და მოახერხებს პარალელურად სხვა უნარების შეძენას? ძალიან ცოტა.დანარჩენების დიდი ნაწილი, მთავრობის დასაყრდენი დამრტყმელი ძალა ხდება და ეს უკვე ტრადიციად იქცა.


ეგ ხალხია ვინც ყოველთვის მზადაა ფიზიკურად დაიცვას მთავრობა და შესაბამისად საკუთარი შემოსავლის გარანტირებული წყარო.


გამონაკლისები, რომლებიც ქვეყნის სახელით წარმატებას მიაღწევენ, შემდეგ სამთავრობო ხაზით პოლიტიკაში მოდიან, როგორც ცნობადი სახეები, როგორც წარმატებული ადამიანები, ისე რომ ცხოვრებაში გადაბმულად 5 წუთი არ აქვთ ნაფიქრი იმაზე თუ როგორ არის სწორი საზოგადოების მოწყობა.


ხინჩეგაშვილიც ამ ტრადიციის გაგრძელება, თუმცა მისით არც დაწყებულა ეს ამბავი და არც დასრულდება ამ ყველაფერში ყველაზე ირონიული ისაა რომ ეს სისტემა მხოლოდ ჩვენი ფულით მუშაობს, ჩვენთვის გადასახადების სახით წართმეული ფულით.ჩვენი ფულით ვზრდით ხალხს რომლებიც მერე ჩვენ გვიპირისპირდებიან ფიზიკურად თუ ხელისუფლების შეცვლას გადავწყვეტთ ან გვევლინებიან მმართველებად, თუნდაც ფორმალურად, ისე რომ %-ის გამოთვლა არ იციან და ჭამენ ისევ ჩვენს ფულს.


და ეს სისტემა მუშაობს რადგან გულის სიღრმეში თქვენც გჯერათ რომ აბა სხვანაირად როგორ? რომ მოკვდეს ქართული სპორტი? 


აბა ისე ვინ ივარჯიშებს და ხომ განარკომანდა ახალგაზრდობა? ოლიმპიური ოქრო ხომ გიხარია და ფული თუ არ დახარჯე აბა როგორ იქნება? და ა.შ. და ა.შ.  btw, წულუკიანს აბარია ახლა ეს სფერო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.



კომენტარები:

ფართი შოპი