ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონ პლესნოიმ წონა მარტივად დააფიქსირა.
რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, თუმცა მოგვიანებით 210 კილოგრამიანი წონა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ანტონ პლესნოიმ 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.
ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.
ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს საქართველოს მიერ მოპოვებული მეხუთე მედალია. აქედან 4 მედალი ქართველ ძიუდოისტებს - ლაშა ბექაურს, გურამ თუშიშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ეკუთვნით, ერთი კი ძალოსან ანტონ პლესნოის.