რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ბავშვობაში მიღებულმა მზის დამწვრობამ

01 Aug 2021 10:08

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბავშვობაში და მოზარდობაში მიღებულ დამწვრობაზე წერს. 


მისი თქმით, მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკშიც კი, აორმაგებს კანის კიბოს.


„მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკშიც კი, აორმაგებს კანის კიბოს, კერძოდ მელანომის განვითარების რისკს ცხოვრების გვიან ეტაპზე.


ამიტომ ძალზეც მნიშვნელოვანია ბავშვების დაცვა მზის სხივებისგან:


1. დაახურეთ ქუდი;
2. გაუკეთეთ მზის სათვალე;
3. ჩააცვით გრძელსახელოებიანი მაისური;
4. სისტემატურად გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება - SPF30, UVA+UVB.


მზის დამცავი აარჩიეთ შემადგენლობის მიხედვით.

უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთესს,“- წერს ზაზა თელია.




კომენტარები:

ფართი შოპი