„ყველა მომენტს ვნანობ როცა ხმა ვერ ამოვიღე, ბოლო გუშინ იყო“ - ანუკი ბებია

01 Aug 2021 12:53

მსახიობი ანუკი ბებია, საქართველოში მომხდარ კრიმინალურ დანაშაულებს სოციუმში არსებულ ძალადობაზე გულგრილობით ხსნის. 

მისი აზრით, ადამიანი, რომელიც ნებისმიერი სახის ძალადობაზე თვალს ხუჭავს, ხელს უწყობს იმ დანაშაულებს, რაც საქართველოში გახშირებულია. 


„შვილებს და შვილიშვილებს, ბავშვებს ოჯახში საშინლად რომ ექცევით, ქუჩაში რომ ამცირებთ ყველას დასანახად მაგის ბრალია ყველაფერი, თქვენი ბრალია მოძალადე შვილებს რომ ზრდით. 


დაფიქრდით ცოტა, და სადმე სადაც დაინახავთ რომ ოჯახის წევრი ბავშვს ამცირებს ან აგრესიულად ექცევა აუცილებლად უთხარით რამე, ყველა მომენტს ვნანობ როცა ხმა ვერ ამოვიღე, ბოლო გუშინ იყო, ეზოში ბებია შვილიშვილს რომ ამცირებდა და პოტენციურ მოძალადეს რომ ზრდის. ემოციების შემეშინდა, რომ დამეწყო ამ ქალთან საუბარი აუცილებლად გამოვიდოდი წყობიდან და ის უარესად გაღიზიანდებოდა და უარესად მოექცეოდა მერე სახლში ჩუმად ბავშვს. არ დავუშვათ ბავშვების დაჩაგვრა გთხოვთ“, - წერს ანუკი ბებია.




კომენტარები:

ფართი შოპი