მოვიდეს პარლამენტში ყურცქვიტა, ბუჩქის ძირას ამოსული უკულტურო მინისტრი - ჩარკვიანი წულუკიანზე

01 Aug 2021 21:28

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ოქროს ფონდის განადგურების საფრთხესთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას მოითხოვს. ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ წულუკიანის ხელში ოქროს ფონდი საფრთხეშია.


სასწრაფოდ მოვიყვანოთ საკანონმდებლო ორგანოში ყურცქვიტა, ბუჩქისძირას ამოსული ჩვენი  უკულტურო მინისტრი, მიკროფონები, რომელსაც აქვს მოპარული. მიკროფონის მომპარავს ოქროს ფონდი არ შეუძლია რომ მოიპაროს? სიტყვა ჟურნლაისტებს მოპარეს 5 ივლისს და ის ხალხი ოქროს ფონდს არ გაანადგურებს და საგანძურს?  ბიძინა ივანიშვილის ქვეყანა არ მაქვს და უცხოელებს არ უნდა ვთხოვოთ ჩვენი განძის დაცვა, ყველა ერთად უნდ აგამოვიდეთ ხელოვნებათმცოდნეები, მხატვრები, მუსიკოსები, კულტურის წარმომადგენლები", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ  ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები კულტურის სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა. 

წულუკიანის გადაწყვეტილებით, მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ლაბორანტის პოზიციაზე აღმოჩნდა. კულტურის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მინისტრ წულუკიანის მმართველობის პირობებში საქართველოს ეროვნული იდენტობის ნიმუში საფრთხის ქვეშ არის.


tv .პირველი 




კომენტარები:

ფართი შოპი