„არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა ცემა-ტყეპამდე“ - იაგო ხვიჩია

01 Aug 2021 21:48

„ორივეს უნდა, ეს კამპანია იყოს დაძაბული, ჩხუბისა და დაპირისპირების კამპანია, რადგან ეს არის, რაც ყველაზე კარგად იციან, დანარჩენი საქმიანი საუბარი და დაპირებების შესრულებაზე ლაპარაკი არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ძლიერი მხარე, სამწუხაროდ“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, მან არ იცის, თუ როგორ გაგრძელდება საარჩევნო კამპანია:


„არ ვიცი, როგორ კამპანიას გააგრძელებენ ესენი, მივა თუ არა საბოლოო ჯამში საქმე ცემა-ტყეპამდე. სურს, რომ აქამდე არ მივიდეს საზოგადოება, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


ხვიჩია აღნიშნავს, რომ, „გირჩი“ საარჩევნოდ თავის წარმომადგენლებს ეძებს სხვადასხვა რეგიონში.


„გამოცხადებული გვაქვს საჯარო ღია კონკურსები და გვექნება საარჩევნო ზუმკამპანია, სადაც ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ხვალიდან დავიწყებთ ჩვენი კანდიდატების გაცნობას ადამიანებისთვის. მაგალითად, ზესტაფონში ან საჩხერეში ვინმეს თუ უნდა ჩვენი წარმომადგენლობა ზუმპლატფორმის მეშვეობით მთელი საქართველოს დასანახად ვაჩვენებთ ადამიანებს, როგორ ვარჩევთ საჯაროდ ჩვენს კანდიდატებს.


გარდა ამისა, გვექნება საქართველოს პარლამენტიდან ახალი გადაცემები და ვილაპარაკებთ ღრმად ყველა იმ თემაზე, რომელიც, გირჩის აზრით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი