აბაშაში თხილის საკრეფად წასულ მამაკაცს ეძებენ

02 Aug 2021 02:54

აბაშის რაიონში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ის მეზობლებთან ერთად თხილის საკრეფად წავიდა, თუმცა მუშაობის პროცესში ჯგუფს გამოეყო და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

 

მამაკაცის სამძებრო ღონისძიებაში ახლობლები და სამართალდამცველები არიან ჩართული. მათ დაკარგულის მობილური ტელეფონი იპოვეს, რომლებსაც სამართალდამცველები შეისწავლიან.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი