ირაკლი ღარიბაშვილი - პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება

02 Aug 2021 13:53

პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი კომპონენტები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.


„ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან - იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი