საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

02 Aug 2021 14:00

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

 

როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, საინიციატივო ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების (ოვ, ევ და ა.შ.) ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა.

 

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ისინი აპირებენ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების მომზადებას და პროექტის არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით პარლამენტში  წარდგენას.

 

განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

 




კომენტარები:

ფართი შოპი