პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 83 ხმით გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

02 Aug 2021 18:24

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი უყარეს გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს.

 

გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ.

 

დღესვე კენჭი ეყარა  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს.

 

მათგან პარლამენტის მხარდაჭერა  გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ მოიპოვეს.

 

საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.





კომენტარები:

ფართი შოპი