კახა კუჭავა: რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა თითოეულ დეპუტატს როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან

02 Aug 2021 20:21

„ძალიან მნიშნელოვანი რეზოლუციაა. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ დეპუტატს როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან, რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ეს ნამდვილად ის საკითხია, სადაც პარტიული ინტერესები გვერდზე გადადის და ერთიანი, სახელმწიფოებრივი ინტერესი ხდება მთავარი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, ვინც რეზოლუციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.

 

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი