მამაკაცების კომპლექსები და შიშები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

10 Jun 2018 03:54

ყველას აქვს ნაკლიც და ხშირად ჩვენი კომპლექსების მიზეზი სწორედ ჩვენი ნაკლოვანებებია, რომელთაგან თავის დაღწევა არცთუ ადვილია. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს არანაკლებ აწუხებთ კომპლექსები, ვიდრე ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობენ.


ამ მოსაზრებას ემხრობიან არა მხოლოდ ფსიქოლოგები, არამედ ასტროლოგებიც. ეს უკანასკნელნი ამტკიცებენ, რომ მამაკაცთა საიდუმლოში ჩაწვდომა ზოდიაქოს ნიშნის კუთვნილებიდან გამომდინარე შეიძლება.



გაიგეთ ექსპერტების მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს როგორი შიში და კომპლექსი აქვს – საუბარია, რა თქმა უნდა, მამაკაცებზე.


ვერძი

ვერძები მიჩვეული არიან მუდმივი ბრძოლის რეჟიმში ცხოვრებას. მათი მთავარი სურვილია, პირველი იყვნენ ყველგან და ყოველთვის. ისინი პოპულარული არიან ქალთა შორის, აღწევენ კარიერულ წარმატებებს, თუმცა, ამ ძლიერ და თავდაჯერებულ მამაკაცებსაც აქვთ თავიანთი კომპლექსები. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, ვერძი მამაკაცი დაეჭვდეს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. თუ შენიშნა, რომ გარშემომყოფებს ეჭვი ეპარებათ მის უპირატესობაში, ის მაშინვე თავის თავში ჩაიკეტება.

ვერძს რომ კომპლექსებმა არ შეაწუხოს, საკმარისია უთხრათ მას, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა და როგორც მას სურს, ის კვლავ ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერია თავის კოლეგებს შორის და რომ ქალთა შორის კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნუ დაიშურებთ ქათინაურებს.

კურო

კუროებს სჩვევიათ, მთელი ცხოვრება ეცადონ, რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაონ. თუმცა, როდესაც მათ ხელში აუცილებელი თანხა აღმოჩნდება, მას, როგორც წესი, „შავი დღისთვის“ გადადებენ. ზოდიაქოს ეს ნიშანი აფასებს სტაბილურობას და არ უყვარს, როდესაც რაიმე მისი კონტროლიდან გამოდის. მაგრამ კუროებს ანერვიულებს სიტყვა „სიურპრიზი“ – ისინი არა მხოლოდ არ მიესალმებიან ცვლილებებს, არამედ ეშინიათ კიდეც მისი.

კურომ რომ თავი მშვიდად იგრძნოს, აუცილებელია, რომ მისი ახლობლებიც შეეცადონ, მის ცხოვრებაში სტაბილურობა შეიტანონ. თუ კუროს გაოცება გინდათ, ამას სპონტანურად და მით უმეტეს, ორიგინალური ხერხებით ნუ გააკეთებთ. ამ მამაკაცს სიურპრიზი ნაკლებად გაუხარდება, მას თავად ურჩევნია სიურპრიზების მოულოდნელად მოწყობა.


ტყუპი

ტყუპი მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მოსაზრება ყოველთვის ავტორიტეტული იყოს როგორც ახლობლების, ისე სხვა ადამიანებისთვის. როდესაც ვინმე ტყუპის სიტყვებს ეჭვქვეშ აყენებს, ეს მას გულის სიღრმემდე წვდება. ტყუპისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ გარს ახვევია ადამიანები, რომლებიც მზად არიან, აღფრთოვანდნენ მისი ინტელექტითა და ერუდიციით, ხოლო თუ ეს არ ხდება, კომპლექსები მაშინვე იჩენს თავს.

ხანდახან ტყუპის საკუთარი თავის სიყვარული ძალზე ახლობლებსაც აღიზიანებს. თუმცა, თუ გსურთ, რომ თქვენი შეყვარებული თავდაჯერებული იყოს, მან მუდმივად უნდა იგრძნოს საყვარელი ქალის აღტაცებული მზერა; ყურადღებით მოუსმინეთ მის ისტორიას, თუნდაც საინტერესოდ არ გეჩვენებოდეთ. თუ თემის შეცვლა მოგინდებათ, ეს შეუმჩნევლად გააკეთეთ.


კირჩხიბი

კირჩხიბები ზოდიაქოს ყველაზე დაკომპლექსებული ნიშნების სათავეში დგანან. ისინი შეიძლება დაკომპლექსდნენ გარეგნული ნაკლის, ფინანსური მდგომარეობის, სამსახურის ან თუნდაც, გარემოცვის გამო. სამწუხაროდ, ისინი ძალზე მძიმედ უმკლავდებიან თავიანთ კომპლექსებს და ხშირად საბოლოოდ უცრუვდებათ საკუთარ ცხოვრებაზე იმედები. კირჩხიბი მამაკაცების მთავარი პრობლემაა ის, რომ ისინი ძალიან არიან დამოკიდებული გარშემომყოფთა მოსაზრებებზე, მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას, თუნდაც დამალონ ეს.

კირჩხიბის განაწყენება ძალზე ადვილია, მაგრამ ბევრად რთულია მისი პატიების მიღება. ზოდიაქოს ამ ნიშანს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მას ყოველ წუთას დაუჭერს მხარს. თუ კირჩხიბმა საყვარელი ადამიანების რიგში შეგიყვანათ, უნდა ისწავლოთ მისი მისამართით კრიტიკისგან თავშეკავება, რაც ხანდახან ძალიან რთულიც იქნება.


ლომი

თუ ვერძები სხვებისთვის თავიანთი უნიკალურობის დამტკიცებას ცდილობენ, ლომებს ამის აუცილებლობა არა აქვთ. მათ ესმით, რომ მათი მეფური ნატურა და იშვიათი თვისებები დიდი ძალისხმევის გარეშე გამოარჩევთ. თუ ლომის სიტყვებში ეჭვი შეგეპარათ, ის თავისი სიმართლის მტკიცებას არ დაიწყებს. ასევე, მისთვის სულერთია გარშემომყოფების მოსაზრება. თუმცა, თუ ლომი თავის უნიკალურობაში დაეჭვდა, ის ამას, უბრალოდ, ვერ აიტანს. თუ ლომის თავვმოყვარეობა შელახეთ, ძლიერი მტრის შეძენით რისკავთ.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან თავიანთ უნიკალურობაში და ღია მლიქვნელობას ვერ მოითმენენ. ეცადეთ, შეუმჩნევლად მიანიშნოთ მას, რომ მისი ნებისმიერი მოქმედება განსაკუთრებული ყურადღების და ჯილდოს ღირსია და რაც მთავარია, აჩვენეთ, რომ მას თქვენს ცხოვრებაში კვლავ უმთავრესი ადგილი უკავია.


ქალწული

ქალწულები მთელი ცხოვრება იდეალისკენ ისწრაფვიან. სწორედ ამიტომ მათ ყველა თავისი ნაკლის შესახებ იციან და ამის თაობაზე ღიად აცხადებენ. ქალწულები კრიტიკულად უყურებენ საკუთარ თავს – შეუძლიათ გააკრიტიკონ თავიანთი წონა, სიმაღლე, გონებრივი შესაძლებლობებიც კი. გარდა ამისა, ეს ნიშანი, სხვებთან შედარებით, ზრუნავს ჯანმრთელობაზე.

ხანდახან ქალებს უჭირთ ამ ნიშნის მამაკაცებთან შეწყობა; თუმცა, თუ საყვარელი ადამიანის ნერვებს უფრთხილდებით, მხარი დაუჭირეთ თუნდაც ყველაზე აბსურდულ სიტუაციაში. ქალწულ მამაკაცს კომპლექსებთან გამკლავებაში მხოლოდ საყვარელი ადამიანის მზრუნველობა და სიყვარული დაეხმარება.


სასწორი

სასწორი მზადაა, უამრავი ძალა დახარჯოს იმისთვის, რომ გარშემომყოფები კმაყოფილი და ბედნიერი იყვნენ. როგორც წესი, რთულ მომენტებში ისინი სრულიად უცხო ადამიანის დახმარებისთვისაც მზად არიან, თან – უანგაროდ. თუმცა, მათთან კონფლიქტი არ ღირს – ეს საკმაოდ საშიშია, რადგან მისი მტრების სიაში შეიძლება სამუდამოდ აღმოჩნდეთ.

სასწორთან კონფლიქტის თავიდან არიდება საკმაოდ მარტივია, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ამის მოგვარება სასიამოვნო საჩუქრით შეგიძლიათ – სხვა ნიშნებისგან განსახვავებით, სასწორები ცდილობენ, მოდას არ ჩამორჩნენ და საჩუქრად სწორედ მოდური რაიმე სამოსის შერჩევა სჯობს.


მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ მორიელებს ცივ და უგრძნობ ადამიანებად მიიჩნევენ, ასტროლოგები ამ აზრს უარყოფენ. სინამდვილეში, მორიელებს კარგად შეუძლიათ თავიანთი შიშებისა და კომპლექსების შენიღბვა და არ სჩვევიათ თავიანთ განცდებზე სხვებთან საუბარი. ისინი მგრძნობიარენი არიან, სწორედ ამიტომ მძიმედ იტანენ კრიტიკას, განსაკუთრებით – საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის მხრიდან.

მორიელი ზოდიაქოს ყველაზე მიმზიდველ და სექსუალურ ნიშნად მიიჩნევა და ძნელი დასაჯერებელია, რომ ძლიერი მამაკცის ნიღბის უკან მგრძნობიარე ჭაბუკი იმალება. მისი ნდობის მოპოვება ძალზე რთულია. ამისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობები უნდა შექმნათ, დაამტკიცოთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ერთგული და მზრუნველი ქალი, რომელსაც ის მთელი ცხოვრება ეძებდა. ერთიც გაითვალისწინეთ – პირობა არ დაარღვიოთ, თორემ მის სიყვარულს ვეღარასდროს მოიპოვებთ.


მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა არ იციან წაგება. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმე სხვას შეუძლია მისი საკუთრების – გამარჯვებულის ადგილის დაკავება. თუ ამ ნიშნის ცხოვრებაში სირთულეები ჩნდება, ამას გარშემომყოფებისგან ყველანაირად დამალავს. იმის წარმოდგენა, რომ მშვილდოსანმა თავისი წარუმატებლობა აღიარა – წარმოუდგენელია.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ეშინია, რომ მტყუანი აღმოჩნდეს. მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მოსაზრებას უსმენდნენ, მიიჩნევდნენ მას ერთადერთ სწორ ვარიანტად. ლომებივით, მშვილდოსნებიც მიიჩნევენ, რომ უნიკალური არიან. მისი შეყვარებულის ამოცანაა, დაარწმუნოს საყვარელი მამაკაცი იმაში, რომ ის განუმეორებელია; ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ თავი მუდამ გამარჯვებულად იგრძნოს. ამ შემთხვევაში ის საყვარელ ქალთან განშორებას არასდროს მოინდომებს.


თხის რქა

თხის რქები ყოველთვის თავიანთი არჩევნის ერთგული არიან. ამ ნიშნის მამაკაცი არასდროს უღალატებს საყვარელ ქალს და თავის გრძნობებში დაეჭვების საბაბს არ მისცემს. თუმცა, ადრეულ ასაკში თხის რქებს ხშირად აქვთ საწინააღმდეგო სქესის ყურადღების დეფიციტი და თავიანთი გარეგნობის გამო კომპლექსდებიან. როდესაც იზრდებიან, თავდაჯერებული ხდებიან, მაგრამ სიჭაბუკის კომპლექსი არაერთხელ ახსენებს თავს.

თხის რქა მამაკაცები გარშემომყოფებს პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ თავადაც ამასვე მოითხოვენ. უწოდო თხის რქას უგრძნობი იგივეა, რაც მას საშინელ ცოდვაში დასდო ბრალი. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს ძალზე სულიერ და რომანტიკულ არსებებად მიიჩნევენ და არ მოითმენენ, თუ ვინმე საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდება. ხშირად უთხარით თხის რქას, რომ მგრძნობიარეა და მას ყველაფერზე დაითანხმებთ.


მერწყული

მერწყულები ხშირად კომპლექსდებიან იმის გამო, რომ მათი ცხოვრება ძალზე მოსაწყენი და ერთფეროვანია. ისინი ყოველთვის ცდილობენ, გამოეყონ ხალხს და ამისთვის დიდ ძალისხმევას ხარჯავენ. მიუხედავად გარშემომყოფების ყურადღების მიქცევისკენ სწრაფვისა, მათ სახალხოდ გამოსვლის ეშინიათ. ასეთ მომენტებში უჭირთ მღელვარებასთან გამკლავება, რის გამოც უხერხეულ სიტუაციებში ვარდებიან.

ამას გარდა, მერწყულებს უყვართ თავის შექება და უხარიათ, როცა კომპლიმენტებს იღებენ. მაგრამ თუ გააკრიტიკეთ, კონფლიქტი გარდაუვალია. ისინი არ მოითმენენ დემონსტრაციულ დამცირებას და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის სათანადო პასუხს გასცემენ. ეს ნიშანი ყოველთვის გამარჯვებულის სტატუსისკენ ისწრაფვის და არ მოითმენს, თუ ვინმეს მის გენიალურობაში ეჭვი შეეპარება.


თევზები

თევზი მამაკაცები, კირჩხიბების მსგავსად, გარშემომყოფების მოსაზრებაზე არიან დამოკიდებული. უმცირესი კრიტიკაც კი მგრძნობიარე თევზების თავმოყვარეობაზე ძლიერ აისახება. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, თევზებს ჩრდილში დგომა ურჩევნიათ. ხანდახან ეშინიათ, რომ ძალზე უცნაური ან ულამაზო არ გამოჩნდნენ, რადგან ამ შემთხვევაში ყურადღებას მიაქცევენ. ძნელად პოულობენ საერთო ენას სხვებთან, ამიტომ მათი საურთიერთობო წრე ვიწროა.

რადგანაც თევზი მამაკაცი არ ისწრაფვის ყურადღების მიქცევისკენ, თქვენი მიზანია დაუმტკიცოთ მას, რომ სხვებისგან არაფრით განსხავდება. თუნდაც რაიმეს ისე არ აკეთებდეს, როგორც საჭიროა, ეცადეთ, კრიტიკისგან თავი შეიკავოთ. რა თქმა უნდა, მას აქვს ნაკლოვანებები, მაგრამ, დაე, ამის შესახებ მხოლოდ თქვენ იცოდეთ.


კომენტარები:

ფართი შოპი